logo
ENG



სტოლტენბერგის თქმით, სამიტი უკრაინის გაწევრიანებაზე "პოზიტიურ და ძლიერ სიგნალს" გააგზავნის

11 ივლ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის წევრობაზე "პოზიტიური და ძლიერი სიგნალი" იქნება. ამის შესახებ მან ალიანსის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

კითხვაზე, მიიწვევს თუ არა NATO უკრაინას, სტოლტენბერგმა უპასუხა;

"ფორმულირებას იხილავთ რამდენიმე საათში, რადგანაც ახლა ვასრულებთ კომუნიკეს".

"რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პოზიტიური და ძლიერი სიგნალი უკრაინასა და წევრობის გზაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ორშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ NATO დათანხმდა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას სამოქმედო გეგმის (MAP) გვერდის ავლით.

"უკრაინა გაცილებით ახლოსაა NATO-სთან, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა ეს NATO-ს გადაწყვეტილებებში აისახოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გაწევრიანების გზაზე "ერთიან, პოზიტიურ სიგნალს" გააგზავნიან.


close დახურვა